logo
ENG



არჩილ თალაკვაძე: ევროპა არის ჩვენი მომავალი, ის, რაც ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ

09 დეკ 201917:54
3 წუთის საკითხავი
 
emi10l5iqly1oqq.jpg

„ევროპა არის ჩვენი მომავალი, ის, რაც ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ“, - ამის შესახებ  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების თემას და აღნიშნა, რომ ეს კონსტიტუცია ამყარებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ახლა დროა განვამტკიცოთ ჩვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, რათა მომავალს მეტი იმედით ვუყუროთ. ევროპა არის ჩვენი მომავალი, ის, რაც ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჩვენი წვლილი ღირებულებებსა და პრინციპებში. კარგად იცით, რომ განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო წყობის განმტკიცება, რომელიც ხელს უწყობს კანონის უზენაესობის გაძლიერებას, დემოკრატიის განვითარებას და ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ეს კონსტიტუცია ამყარებს ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამბობს, რომ ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ბილტმორში, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ხელისუფლებას ევროპარლამენტარებთან, შეუსრულებელი დაპირებების გამო ახსნა განმარტებების გაკეთება დასჭირდა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს დახურული სხდომაზე, იმ რეზოლუციებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლებიც დღის ბოლოს ასამბლეამ უნდა მიიღოს. საუბარია 4 რეზოლუციასა და 2 საგანგებო დოკუმენტზე.

 


close დახურვა