ევროკავშირის ელჩის სახლში არაფორმალურ შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ და საერთშორისო პარტნიორები დიალოგს მხარს უჭერენ, რათა შედგეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდება.
„ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს. ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე, რომ საჭიროა შეთანხმება. რაც შეეხება ოპოზიციას მჯერა, რომ ისინი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ის წინადადება რაც დევს მაგიდაზე პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანია“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.