სახელმწიფო პენსიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები ერთ-ერთია, რაზეც პარლამენტში ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ უწყების თავმჯდომარემ სხდომის დაწყებისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, პენსიები ეკონომიკური ზრდის პარალელურად ყოველწლიურად გაიზრდება.
"გარდა იმისა, რომ ჩვენ ვზრდით პენსიას, ასევე მოხდება პენსიის ინდექსაცია. რაც ნიშნავს იმას, რომ პენსიონერებს ეკონომინიკის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად გაზრდებათ პენსიები",-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო პენსია მიმდინარე თვის ივლისიდან 20-30 ლარით იზრდება.