საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა. ნიჭიერი მოზარდები მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებენ მშვიდობის, განათლების, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, კლიმატური ცვლილებების და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
ახალგაზრდებმა პარლამენტის თავმჯდომარეს შთაბეჭდილებები და ინოვაციური იდეები გაუზიარეს.