პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვების ინიციატივით ბიუროს მიმართა.
როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს ჯილდო ირაკლი კობახიძის მიერ საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას უკავშირდება. მისივე თქმით, ორდენი ფულად ჯილდოსაც მოიცავს, რომელიც კობახიძის სურვილით ონკოდაავადებულ ბავშვებს გადაეცემათ.
"მოგმართავთ, რომ პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე წარვადგინეთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენზე და დავაჯილდოვოთ ამ ორდენით. მოგეხსენებათ, რომ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. ის პირადად ხელმძღვანელობდა ამ რეფორმას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე...
მოგმართავთ, რომ კობახიძე დავაჯილდოვოთ ამ ორდენით. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სიმბოლური და მოკრძალებული აღნიშვნა, იმ წვლილის, რაც მან შეიტანა კონსტიტუციის შესაბამისად, დემოკრატიის განვითარების პროცესში. კანონმდებლობით საპარლამენტო ორდერის დაჯილდოების ნაწილი არის ფულადი ჯილდოც. მქონდა მასთან კონსულტაცია და მინდა გითხრათ მისი სურვილის შესახებ. ის გეგმავს, რომ ეს თანხა გადაურიცხოს ონკოლოგიური დიაგნოზების მქონე ბავშვებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.