logo
ENG



არჩილ მარშანია: პანდემიის ერთ-ერთი გამოწვევა დეზინფორმაციაა

25 მარ 202021:47
3 წუთის საკითხავი
 

"ამ პანდემიას აქვს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა და ესაა დეზინფორმაცია",- ასე აფასებს ექიმი არჩილ მარშანია კოვიდ-19-ის ირგვლივ გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას. როგორც მან "ფორმულას" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ვირუსთან დაკავშირებით არაერთი მითი ვრცელდება, რაც ხშირად განმტკიცებულია სამეცნიერო ნაშრომებით. თუმცა ამგვარ დოკუმენტს, სანამ ის შესაბამის კვლევას არ გაივლის, ჩალის ფასი აქვს.

"დეზინფორმაცია იმართება რუსეთიდან და არაკომპეტენტური ადამიანებისგან, საბოლოოდ კი მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ. ამიტომ ვრცელდება არაერთი მითი, მათ შორისაა თითქოს ბრიტანეთში ნახევარზე მეტმა გადაიტანა ვირუსი და იმუნიტეტიც გამომუშავებული აქვთ. ზოგადად როდესაც ქვეყნდება სამეცნიერო ნაშრომი, სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე თავსდება ყველანაირი კვლევა, არ აქვს მნიშვნელობა მას ჩალის ფასი აქვს თუ ოქროსი. ესე იგი, აღნიშნული ძირითადად შექმნილია სამეცნიერო დებატებისთვის და პრობლემაა ის, რომ ესაა ღია პლატფორმა. ამიტომ სანამ მხოლოდ ასეთ სივრცეშია განთავსებული და არ ექნება გავლილი კვლევა, მანამდე ასეთ ნაშრომს აქვს ჩალის ფასი",-აღნიშნა მარშანიამ. 


close დახურვა