logo
ENG



არჩილ ტატუნაშვილი დღეს 37 წლის გახდებოდა

02 აპრ 202020:01
3 წუთის საკითხავი
 

რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 37 წლის გახდებოდა. ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს. ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.

ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.


close დახურვა