logo
ENG



არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა

22 თებ 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი შესრულდა. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ახალგორში 2018 წლის  22 თებერვალს დააკავეს, მალევე გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. ოკუპანტები ირწმუნებოდნენ, რომ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. დღეს არჩილ ტატუნაშვილს მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გაიხსენებენ. დაგეგმილია მისი სახელობის სკვერის გახსნა. 

არჩილ ტატუნაშვილის სოფელ წილკანში პრემიერ-მინისტრი ჩავიდა, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა  ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ქვეყანაში აღარ განმეორდეს.

„ეს იყო გმირობის უდიდესი მაგალითი, შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად თავდადებით ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენ ცხოვრებაში აღარ იყოს და მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები რომ აღარ იქნება, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რაღაც ხიდები აღვადგინოთ. არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო და ეს უნდა გავკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლებით ომით და უბედურებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

როგორც ოჯახის წევრები „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებენ, ამ დრომდე არ დასჯილან ის ადამიანები, რომლებმაც ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს.

 „კი იძებნებიან, მაგრამ რუსები მაგის დამჭერები არიან?! მეამაყება, რომ ჩემი შვილი ლაჩრად არ დაიღუპა, მაგრამ ძნელია უიმისობა“, - განაცხადა გივი ტატუნაშვილმა.

 


close დახურვა