logo
ENG



არც ერთი ქვეყნიდან რეისი ჩანიშნული არ არის - აირზენაში ოფიციალურ განცხადბას არ აკეთებენ

23 მარ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

"ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელობას ოფიციალური პასუხი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრალდებებაზე ჯერ არ გაუცია.

ავიაკომპანიის ცხელ ხაზზე "ფორმულას" განუცხადეს, რომ ჯერ არანაირი რეისი არც ერთი ქალაქიდან დანიშნული არ არის.

"მხოლოდ დაგეგმილია რომი, ბერლინი და პარიზი, მაგრამ დანიშნული არც ერთი რეისი არ არის. როდესაც გაყიდვაში ბილეთები შევა, მათი შეძენა კომპანიის საიტიდან იქნება შესაძლებელი. იმ მგზავრებს ვისაც უკვე შეძენილი და მათი ფრენები გადაიდო, როდესაც რეისი დაინიშნება, მაშინ მათ დავსვათ პირველებს რა თქმა უნდა", - აცხადებენ აირზენაში.  

 


close დახურვა