logo
ENG



არცერთი ხმა ქოცხროვას - აი, ეს იქნება კამპანია : გიორგი ვაშაძე

10 თებ 202018:51
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაიწყება კამპანია, რათა მათ ვერცერთი ხმა ვერ მიიღონ. მისივე თქმით, პროტესტი იქნება ძალიან პრინციპული, მაგრამ კანონის ფარგლებში.

„ეს ნაბიჯი არის მშიშარა კაცის და სასამართლოს და პროკურატურას ზურგს უკან ამოფარებული ბანდის გადაწყვეტილება. ჩვენ გადავალთ მწვავე და აგრესიულ შეტევაზე. დადგა დრო, როცა თითოეულმა მოქალაქემ გააანალიზოს, რომ ესენი აპირებენ მიისაკუთრონ სახელმწიფო. მაგრამ ღირსებას ქართველ ხალხს ვერ წაართმევს ვერც ქოცნბანდიტები და ვერც ბიძინა ივანიშვილი. ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ - იცოდეთ, რომ დაგამთავრებთ.  ჩვენსკენაა სიმართლე, სკამებს გამოკიდებულო ქოცებო - დატოვეთ თანამდებობები. თქვენ ხართ თანამონაწილე იმ უკანონობის, რაც ახლა ხდება და ყოველი დარტყმა ჩვენ გვაძლიერებს. გეშინოდეთ იმის, რასაც ჩვენ პასუხად დაგიბრუნებთ. ჩვენ კანონს ვერ დაგვარღვევინებთ, მაგრამ ჩვენ ვიქნებით კანონიერად პრინციპულები. ქართველი ხალხი ღირსეულია და ის არ დაიმონებს, არ დაიჩოქებს. არცერთი ხმა ქოცხროვას - აი, ეს იქნება კამპანია“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა