logo
ENG



არძინბა: აშშ ღიად ცდილობს, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს

12 დეკ 202321:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/12/ip69mvuvc0a3lr4.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ირწმუნება, რომ აშშ "ღიად ცდილობს უბიძგოს საქართველოს მთავრობას, ოპოზიციას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს".

"ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები ასევე ცდილობენ სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებას საქართველოსთან, ეს ე.წ. მეორე ფრონტის ჩაშვების პროექტია. შეერთებული შტატები ღიად ცდილობს საქართველოს ხელისუფლება, ასევე ქართველი ოპოზიცია ჩაითრიოს, რათა საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მეორე ფრონტი გაჩაღდეს", - აცხადებს ინალ არძინბა.

მსგავსი განცხადება დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამაც გააკეთა. მან თქვა, რომ "დასავლეთს სურს, აფხაზეთის დედაქალაქი იყოს არა სოხუმი, არამედ თბილისი".

"მათ [დასავლეთს] უნდათრომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმშიარამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენრომ ეს მოხდესეს მათ სჭირდებათ იმისთვისრომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობაასევე, დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებსრომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშიაყველაფერს აკეთებენრომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს", - თქვა ბჟანიამ. 


close დახურვა