logo
ENG



ასადმა მე-4 ვადით, 95%-ით მოიგო არჩევნები, რომელსაც დასავლეთი თაღლითურს უწოდებს

31 მაი 202112:37
3 წუთის საკითხავი
clock 470
ასადმა მე-4 ვადით, 95%-ით მოიგო არჩევნები, რომელსაც დასავლეთი თაღლითურს უწოდებს

სირიის დიქტატორმა, ბაშარ ალ ასადმა  მე-4 ვადით, 95%-ით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც დასავლეთი თაღლითურს უწოდებს. 

ამით ასადმა გაიხანგრძლივა იმ ქვეყნის მართვა, რომელიც 10-წლიანი ომის შედეგად განადგურებულია. 

ასადის მთავრობის განცხადებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ სირია ნორმალურად ფუნქციონირებს, მიუხედავად ომისა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 11 მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქცია. 

სირიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ჰამუდა საბამ არჩევნების შედეგები გამოაცხადა და თქვა, რომ აქტივობამ 78% შეადგინა - მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა 14 მილიონზე მეტმა სირიელმა მიიღო. 

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთის და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადებებით დაგმეს ბაშარ ალ ასადი იმისთვის, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა თურქეთმაც. 

ბაშარ ალ ასადი 55 წლისაა. ის სირიის მმართველი, სულ მცირე, მომდევნო 7 წლის მანძილზე იქნება. მამამისი, ჰაზეფ ალ ასადი სირიას 30 წლის განმავლობაში მართავდა გარდაცვალებამდე - 2000 წლამდე. 


close დახურვა