logo
ENG



ასე რომ არ მომხდარიყო, უფრო გასაკვირი იქნებოდა - გოცირიძე მერაბ ტურავას არჩევაზე

25 ივნ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავას არჩევას უარყოფითად აფასებს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მართლმსაჯულება გაუქმებულია, რადგან ყველა ინსტანციის სასამართლო „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის ინტერესებს ემსახურება.

„ასე რომ არ მომხდარიყო, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა. საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს. მართლმსაჯულება პაქტობრივად არის გაუქმებული. ყველა დონის სასამართლო დაწესებულება: უზენაესი, საკონსტიტუციო, ასევე იუსტიციის საბჭო, როგორც მართლმსაჯულების ნაწილი, სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები დაკომპლექტებული კლანებით, ემსახურებიან ერთ მიზანს - ეს არის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილება. ამიტომ რაც მოხდა ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, იგივე რაც მოხდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს. ეს სისტემა ასაშენებელია თავიდან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა მერაბ ტურავა აირჩია. ის თანამდებობას მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიკავებს.


close დახურვა