logo
ENG



ასეთი ტიპის საგანგებო მდგომაროებას მხარს ჩვენ არ დავუჭერთ - ოპოზიციის შეფასებები

22 აპრ 202010:05
3 წუთის საკითხავი
 
2pox5lwmac0py64.png

საკანონმდებლო ორგანომ დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყაროს. პარლამენტში  პრეზიდენტიც მივა. ეკონომიკური გეგმის არარსებობის გამო, ოპოზიცია გადაწყვეტილების მხარდაჭერას არ აპირებს. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ამ დრომდე  დაუსაბუთებელია რა შედეგი გამოიღო  ქვეყანაში  ერთი თვის მანძილზე გამოცხადებულმა საგანგებო ვითარებამ.

"დამოკიდებულება არის ასეთი - რასაც მინდა იმას შევზღუდავ. ასეთი ტიპის საგანგებო მდგომაროებას მხარს ჩვენ არ დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია სოციალური დისტანცია და ჯანდაცვის ღონისძიებები აუცილებელია. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ როცა ვართ მოლოდინში, გამოდის პრემიერის წარმომადგენელი და ამბობს, რომ საგანგებო მდგომაროების დეკრეტზე იქნება მსჯელობა, გეგმას კი პარასკევს გაგვაცნობენ. არც კი თვლიან საჭიროდ პარლამენტში იყოს მსჯელობა",-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშილი კი მიიჩნევს, რომ ანტიკრიზისული გეგმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ამ ეტაპზე, მის გარეშე კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აზრი არ აქვს.

"იმდენად რამდენადაც ხელისუფლება არ წამოადგენს ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმას, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნასთან ერთად, ჩვენ თავს შევიკავებთ ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისგან. ერთი თვის წინ იმიტომ დავუჭირეთ მხარ უპირობოდ, იმისთვის რომ ამ ერთ თვეში ხელისუფლებას შეეთავაზებინა როგორც სოციალური დახმარების საჭიროება, ასევე ბიზნესის კუთხით",-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ არსებული პოლიტიკა გამართულია, რასაც ქვეყანაში ადასტურებს დაინცირებულთა არც ისე დიდი რაოდენობა სხვა ქევყნებთან შედარებით.

"რა თქმა უნდა პარლამენტი მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. საზოგადოების უდიდეს ნაწილში ჩვენ სპოლიტიკას მხარდაჭერა აქვს და ის, რომ არ გვაქვს დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლი, ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგია",-განაცხადა გიორგი კახიანმა. 


close დახურვა