logo
ENG



ასეთი უპრეცედენტო ძალადობა ჟურნალისტებზე, აქამდე არასდროს მინახავს - გიგა ბოკერია

12 დეკ 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
djq7dw4mv2qkqbz.jpg

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებისა და უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრას, ქართული დემოკრატიისთვის ზიანის მიყენებად აფასებს.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი უპრეცედენტო ძალადობა ჟურნალისტებზე, აქამდე არასდროს უნახავს. მისთვის გაუგებარია რა იყო ამის მიზანი.

"კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერეს თავიანთ ბიოგრაფიაში, მელიასთვის უფლებამოსილების მოხსნითა და სამარცხვინო მოსამართლეებისთვის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ საქართველოს დემოკრატიას მიაყენეს ზიანი. სამარცხვინო ხალხი აირჩიეს გაგრძელებული, ჟურნალისტებზე უპრეცენდენტო ძალადობით კომიტეტში. პარლამენტის შენობაში მე ასეთი რამ არასდროს მინახავს. რატომ შვებოდნენ, რა ამოცანა ჰქონდათ. სამარცხვინოები იყვნენ ამის შემსრულებლები, მაგრამ განსაკუთრებით სამარცხვინოა ის, ვინც დაავალათ ამის გაკეთება. ამას ემატება ვაშაძის და სხვა პოლიტიკური ფიგურების დაჭერა, მაგრამ ერთ რამეში ცდება ივანიშვილის რეჟიმის კლოუნები, ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსების გამოზოგვაც. ეს პროტესტი გაგრძელდება. მათ თუ ახალი წლის და ხალხის დაშლის იმედი აქვთ, მოვა შემდეგი წელიწადი, გაზაფხულიც და იქამდე გვაქვს დრო. ამიტომ, რომც დაგჭირდეს უფრო მეტი დრო, ეს პროტესტი გაგძელდება. ან გონს მოეგება თვითონ და უკან წაიღებს შეურაცხყოფას, რაც მიაყენა საზოგადოებას, ან ამ პროტესტის და მისი სამარცხვინო მოქმედების შედეგად, თვითონ მოარყევს თავის რეჟიმს. დღეს პიკეტი იყო და კორდონებით სამარცხვინოდ მოუწიათ შესვლა, როგორც კლოუნებს ეკადრებათ, ასეულობით პოლიციის მობილიზებით. ასე და კიდევ უფრო მწვავედ პროტესტი გაგრძლედება", - გიგა ბოკერია.


 

 

 

 

 


close დახურვა