ასპინძის სოფელ რუსთავში 2 წლამდე ბავშვს ავტომობილმა გადაუარა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი გაჩერებული ავტომობილის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი ის ვერ დაინახა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.