logo
ENG



ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

25 თებ 202021:57
3 წუთის საკითხავი
 
oonmot6ln8y1ue5.jpg

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

 


close დახურვა