logo
ENG



ატენის მერის წარმომადგენელი: ადიდებულია მდინარე ტანა, მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები

12 ივნ 202400:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/12/7c9yr6bk0x25afx.jpg
Qartli.ge

ატენის მერის წარმომადგენელი შოთა ვანიშვილი Facebook-ზე წერს, რომ ხეობაში მდინარე ტანა ადიდდა, მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები.

"მდინარე ტანა ადიდდა ბობნევს გამოსცდა მოგლიჯა ხეები და პატარა ხიდები თუ ვინმეს რამე უდგას კალაპოტთან ახლოს ყურადღებით იყავით გთხოვთ გააფრთხილოთ მეზობლები", - წერს მერის წარმომადგენელი Facebook-ზე. 

სააგენტო Qartli.ge აქვეყნებს ადიდებული მდინარის ვიდეოს და ტანის ხეობის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს განცხადებას, რომელიც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"მოერიდეთ მდინარესთან სიახლოვეს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით 112. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გამოიჩინოთ სიფრთხილე. უკეთეს შემთხვევაში, შეიკავოთ თავი გადაადგილებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა