logo
ENG



ატოცში ადგილობრივებს ეშინიათ, რადგან შესაძლოა, ოკუპანტებმა ნებისმიერ დროს გაიტაცონ

21 ოქტ 201920:45
3 წუთის საკითხავი
 
7gwoyhix7bct4ev.jpg

ახალი, უკანონო საოკუპაციო ხაზის გავლების შემდეგ, ატოცში საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან. ორად გაყოფილი სოფლის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნება უჭირს, ადგილობრივებს ეშინიათ, რადგან შესაძლოა, ოკუპანტებმა ნებისმიერ დროს გაიტაცონ. კუთვნილი მიწის ნაწილი გამყოფი ბადის მიღმა დარჩა. ადგილზე, სადაც აქამდეც დაძაბულობა იყო, ქართველი სამართალდამცველები რჩებიან. 

სოფელ ატოცში დღეს დილიდან იმყოფებოდნენ ანტი საოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელები. დავით ქაცარავა ხელისუფლებას უკანონო ბორდერიზაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს და ამბობს რომ ხელისუფლება ოკუპაციის შესაჩერებლად არასწორ პოლიტიკას ატარებს. სამართალდამცველებმა დღეს მედიის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან შეუშვეს, მაგრამ ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ უკანონო ბორდერიზაცია სოფელ ატოცში 11 თვის წინ დაიწყო. თუმცა, მაშინ ეს პროცესი რამდენიმე დღეში შეჩერდა. ოკუპანტებმა მხოლოდ ძელები დაამონტაჟეს. 2 დღის წინ კი სოფელში  პროცესი განახლდა, ბოძებზე ლითონის ბადეები მიამაგრეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტებმა კიდევ 6 ჰექტარი მიიტაცეს.

 


close დახურვა