logo
ENG



აუდიტის სამსახური: თბილისის იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში ამ დრომდე არაა მიღებული

05 დეკ 202115:32
3 წუთის საკითხავი
 
აუდიტის სამსახური: თბილისის იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში ამ დრომდე არაა მიღებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში ამ დრომდე არაა მიღებული. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროსადმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარეკომენდაციო წერილში ვკითხულობთ. 

აუდიტის სამსახურის გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ იუსტიციის სახლმა ფუნქციონირება 2012 წლიდან დაიწყო, თუმცა მშენებლობასთან შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამობის გამო, შენობა ექსპლუატაციაში მიღებული დღემდე არაა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში 2021 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. აუდიტის  სამსახურმა გამოვლენილი ნაკლოვანებების საპასუხოდ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნა. 

აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარვეზების დროულად იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას ურჩევს.

„რეკომენდაცია: შენობის ექსპლუატაციაში მიღების პრობლემის აღმოფხვრის, ფაქტობრივ სარგებლობასთან და სწორად აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, იუსტიციის სახლმა შეადგინოს დროში გაწერილი გეგმა იუსტიციის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზის/ნაკლოვანების იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით“, - ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის წერილში.


close დახურვა