აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლაშა თორდია ამერიკის შეერთებულ შტატებში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობს.
თორდიას ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ 2017 წლის 12 მაისს, მაშინ სცემა, როცა ის ჯერ კიდევ იკავებდა თანამდებობას. მაშინ თორდიამ თავდასხმა ფარცხალაძის შესახებ მასალების შეგროვებას დაუკავშირა.
შაბათის ფორმულასთან ყოფილი მთავარი აუდიტორი ამბობს, რომ საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია.
"სახელმწიფომ, იმის გამო, რომ ჩემ საქმეს ვაკეთებდი, ხელი მკრა და გამრიყა. და კიდევ მებრძვის, სიბინძურეებს მივრცელებს. ახლა ფიზიკურად ვმუშაობ. დილით 6 საათზე ვიღვიძებ, გავდივარ, ვმუშობ და მერე მოვდივარ სახლში". - ამბობს ის.
ოთარ ფარცხალაძე კი ქართულმა სასამართლომ ლაშა თორდიას ცემის საქმეში გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი. მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
უფრო მეტს, გაიგებთ დღეს, 20:00 საათზე - შაბათის ფორმულაში.