ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ქართულ პოლიტიკაში აუცილებელია ახალი სტანდარტის გაერთიანება - ამ სიტყვებით მიმართა მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ იმ საზოგადოებას, რომელიც ამ წუთებში პარტიის პრეზენტაციას ესწრება. როგორც მან სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა, ახლა ქვეყანაში გაერთიანება ყველაზე მეტად სჭირდება, ამიტომ იქმნება ახალი პარტია, რომელიც ხალხის ნების პარალელურად იმოქმედებს.
"ზუსტად 28 წლის წინ 1991 წლის 22 დეკემბერს მე გახლდით პარლამენტის შენობაში ტყვიების ზუზუნის ქვეშ. ამ დღეს დაიწყო შეტევა პარლამენტზე,რაც დასრულდა კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობით. ამ ყველაფრის პირდაპირი შედეგი იყო სამოქალაქო ომი და საომარი მოქმედებები აფხაზეთში. ქვეყანა გადაეშვა დაპირისპირების უფსკრულში. ამის მიზეზია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან სავიზიტო ბარათად გაიდაიქცა ურთიერთ სიძულვილზე აგებული იდეოლოგია. ეს უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენი ეროვნული იდენტობა არა მხოლოდ ფოლკლორში, ცეკვაში და სიმღერაში გამოიხატება, არამედ უძველეს ფასეულობებში, როგორიცაა შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა. დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება. ჩვენ არავინ გვყავს დასაკარგი.
დღეს ჩვენი საქმე საქართველოა და ამ ქვეყნის სამსახური ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანია. ამისთვის გადავწყვიტეთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების გახსნა, რომელსაც ახალგაზრდები აერთიანებენ. ჩვენ ყველა ერთად შევქმნით ძარღვს, რომელიც ახალი სისხლით გაამდიდრებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამიტომ "ლელო" ღია იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვინც იზიარებს იმ ფასეულობებს, რითაც გავერთიანდით აქ. ჩვენ აუცილებლად გავიტანთ ლელოს საქართველოსთვის", - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მოძრაობა "ლელოს" ლიდერებთან ერთად პოლიტიკურ გაერთიანებაში დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხლაძე და მამუკა კაციტაძესაც გაერთიანდა.