logo
ENG



აუცილებლად მივიყვანთ ამ გეგმას ბოლომდე-აქციის მოანწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ

18 ნოე 201911:12
3 წუთის საკითხავი
 
qoc15vsk82agjw6.jpg

"ქართული ოცნების" დეპუტატების პარლამენტში მისვლას ოპოზიციის წარმომადგენლები ელოდებიან. "ახალი საქართველოს" წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც პარლამენტთან აქციაზე იმყოფება, მშვიდობიან სამოქმედო გეგმას მიჰყვებიან და ყველაფერს ბოლომდე მიიყვანენ.

"მშვიდობიანად ვართ აქ. მშვიდობიან სამოქმედო გეგმას მივყვებით და აუცილებლად მივიყვანთ ამ გეგმას ბოლომდე. ყველაფერი ხდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან ქვიშის ტომრებისა და სამშენებლო მასალებით ბარიკადები აღმართეს. ისინი შენობის პერმანენტულ პიკეტირებას და 15:00 საათისთვის ჩანიშნული ბიუროს სხდომის ჩაშლას გეგმავენ.

საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგად, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა თავისი დაპირების შესურულებაზე 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.

 


close დახურვა