გაძვირდება თუ არა დენი - ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფის მატებას ვარაუდობს. კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამტკიცებს, რომ ტარიფის ზრდის მიზეზი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის პროტესტია. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ტარიფების მოსალოდნელი მატება ლარის გაუფასურებასთან არის კავშირში. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) სემეკის განაცხადებას ეხმაურება.
"2020-ის შემოდგომაზე, ვიცით რომ გვაქვს არჩევნები და აქ პოლიტიკური ჭრილის არ დანახვა, უცნაური მგონია. რადგან ვაანონსებთ, იდეაში გამოდის, რომ არაფერს არ ვმალავთ და პოლიტიკური ინტერესი თითქოს არ არის, მაგრამ როცა რეალობაში ვაკეთებთ, ეს ფიზიკურად იმდენად მტკივნეულია, მით უმეტეს ასეთ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, რომ გაცილებით ნეგატიურად აღიქვას საზოგადოება, ვიდრე უბრალოდ ამის დანონსებას,-"აცხადებს აფბას ვიცე-პრეზიდენტი ბაატა ბაირახტარი.