ფულის გატაცების მიზნით გარდაბანში ბანკომატი ააფეთქეს. დანგრეულია საზოგადოებრივი ცენტრის შენობა. მსხვერპლი არ არის, რადგან ფაქტი გამთენიისას მოხდა, როცა ადგილზე მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. ამავე შენობაში განთავსებულია იუსტიციის სახლიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქება სწორედ ფულის გატაცებას უკავშირდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. ამასთან, უწყება არ იმას ამბობს, რატომ შეიჭრნენ დაუდგენელი პირები შენობაში.
აფეთქება და სავარაუდო ყაჩაღობა მარტყოფში
23 სექ 202120:29
3 წუთის საკითხავი