logo
ENG



აფეთქება რუსთავში - დაიღუპა 1 ადამიანი

12 ივლ 202015:34
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მდებარე ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კაცი მძიმედ იყო დაშავებული და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია).


close დახურვა