logo
ENG



აფეთქებების ხმები რუსეთის ორ ქალაქში სარატოვის ოლქში - მუშაობა შეაჩერა 4-მა აეროპორტმა

01 ივლ 202510:24
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/01/c5zr4pvdltc4v9z.png

რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქებში, სარატოვისა და ენგელსში, ადგილობრივების ცნობით, აფეთქებებისა და სირენების ხმა ისმოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მუშაობა დროებით შეწყვიტეს სარატოვის, ოლიანოვსკის ოლქის, ყაზანისა და ნიჟნეჯამსკის აეროპორტებმა.

ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით, Astra იტყობინება, რომ სარატოვსა და ენგელსში აფეთქებების ხმა ისმოდა და სარატოვის აეროპორტმა ფუნქციონირება შეაჩერა. ულიანოვსკში (ულიანოვსკის ოლქი) და ყაზანსა და ნიჟნეკამსკში (თათარსტანი) აეროპორტებიც არ მუშაობენ.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იური სლიუსარი ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში როსტოვში, ტაგანროგსა და ნოვოშახტინსკში, ასევე მილეროვსკის, მიასნიკოვსკის, აქსაისკის, ნეკლინოვსკის და მატვეევო-კურგანსკის ოლქებში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს.


close დახურვა