logo
ENG



აფრიკაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს 10 000 ლარის გირაო შეუფარდეს

17 დეკ 202018:31
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/17/fx79dvvataa7lh1.jpg

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ვანო ფოცხვერაშვილს, პოლიციის მიმართ ძალადობის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაცია ფორმულას ბრალდებულის ადვოკატმა, რეზო აჭარაძემ დაუდასტურა. 

ფოცხვერაშვილი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც მერიის გადაწყვეტილებით აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობდა. დასახლებაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შენობების ნგრევისას პოლიციასა და ზედამხედველობის სამსახურს წინააღმდეგობა გაუწიეს.

ადვოკატის ცნობით, დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ფოცხვერაშვილის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება სასამართლოს არ გამოეყენებინა. 

პროკურატურა კი ბრალდებულისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. 

დაკავებულის ოჯახმა 10 000 ლარიანი გირაო 10 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. 

ფოცხვერაშვილს ბრალი სსკ-ის 353 მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.


close დახურვა