logo
ENG



აფხაზეთის მთავრობამ სულიერების ცენტრი შექმნა

11 აგვ 202120:10
3 წუთის საკითხავი
 

აფხაზეთის საზოგადოების სულიერი გაჯანსაღება; სულიერების პოზიციონირება მდგრადი განვითარების სხვადასხვა სექტორსა და საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში;  სულიერების როლისა და პოტენციალის ახლებური გააზრებისა და წარმოჩენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და აუდიტორიის განვითარების მიზნით საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ინსტრუმენტების შემუშავება - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაშიც ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს ხარჯავს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შექმნილი აქვს სულიერების ცენტრი, რომელიც 225 ათასით ფინანსდება და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყანას პანდემიის სამართავად რესურსები არ რჩება. სულიერების ცენტრი ცნობილ ქართულ სერიალს გაგახსენებთ.  


close დახურვა