logo
ENG



აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი: წვიმამ გაგრაში ცეცხლი ვერ ჩააქრო

10 იან 202116:46
3 წუთის საკითხავი
 
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი: წვიმამ გაგრაში ცეცხლი ვერ ჩააქრო

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის, დავით ბგანბას თქმით, გაგრაში, წვიმის მიუხედავად, ხანძარი კვლავ მძვინვარებს. 

"წვიმამ, რომელიც გაგრაში მოვიდა, ვერ შეძლო, ჩაექრო ხანძარი. ის ძველებურად აგრძელებს გავრცელებას. ამასთან, დასახლებულ ადგილებს საფრთხე არ ემუქრება". - აცხადებს ბგანბა

აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა, მასშტაბური ხანძარია. რუსეთის ხელისუფლება მათ არ ეხმარებათ, საქართველოსგან დახმარების მიღებაზე კი საოკუპაციო რეჟიმი უარს ამბობს. 

გაგრასა და სოხუმში მომდევნო რამდენიმე დღე წვიმიანი ამინდია გამოცხადებული. 


close დახურვა