logo
ENG



აფხაზეთში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა - ექიმები კოვიდ-19-ზე ტესტის პასუხს ელოდებიან

08 აპრ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

 

ოკუპირებულ აფხაზეთში 15 წლის მოზარდის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ის სოხუმის საავადმყოფოში გამთენიისას გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, პაციენტი 3 აპრილს ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით ჯერ ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს, მკურნალობის შემდეგ კი, ისევ სახლში გაწერეს.  რამდენიმე დღეში მოზარდის  მდგომარეობა დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებული საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგიონში არსებული ეპიდ სიტუაციის გამო, გარდაცვლილს კოვიდ 19-ზე ანალიზი აუღეს. 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ დადასტურდა. დაავადება მოსკოვიდან დაბრუნებულ მოქალაქეს დაუდგინდა, რის გამოც, დღეიდან საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან ეგრეთ წოდებული საზღვარი ჩაკეტა.

 


close დახურვა