ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა სპუტნიკი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ტესტი 480 ადამიანს ჩაუტარდა.
აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 3 739 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 462 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.