logo
ENG



აქ მყოფი 100 დეპუტატი ეყოფა მათ 198 დეპუტატს, რომელიც დგას ახლა პარალემნტის გარეთ - უმრავლესობა

29 ნოე 201911:24
3 წუთის საკითხავი
 
ez5z08j2kzt7a38.jpg

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიღმა მნიშვნლოვანი არაფერი ხდება და ოპოზიციას ახლა მძიმე კრიზისული სიტუაცია აქვს. შესაბამისად ცდილობს პროვოკაციების გზით გამსოავლის მოძებნას. 

"გვიწევს დეპუტატების შეკავება, აქ მყოფი 100 დეპუტატი ეყოფა  მათ  198 დეპუტატს, რომელიც დგას ახლა პარალემნტის გარეთ. ამიტომ როცა ოპოზიციაზე არის საუბარი, ისინი არიან მძიმე მდგომაროებაში. 200 კაცზე მეტს ვერ კრიბავენ. შესაბამისად უწევთ ამ მარგინალიზების  გამართლება. ისინი არიან მძიმე კრიზისში და ეძებენ გამოსავალს",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მამუკა მდინარაძის თქმით კი უმრავლესობა არსაც არ იმალებვა და ნებისმეირ მათგანს შეუძლია ქუჩაში თავისუფლად გასვლა. 

"უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა და საქმეზე საუბარია არ ნიშნავს სადღაც შეპარვას. მათ უნდათ რომ ვინმეს გადაეყარონ და მოხდეს შეხლა-შემოხლა. პროვოკაციებს ჩვენ ვერ წამოვეგებით. ცოტა დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ და ქუჩაში გავიაროთ ერთდათ თუ უნდათ",-განამრტა მამუკა მდინარაძემ.

 


close დახურვა