logo
ENG



აქტივისტ გიორგი ბალხამიშვილის ცემის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს

04 ნოე 202111:13
3 წუთის საკითხავი
 

გირჩი - მეტი თავისუფლების აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის ცემის საქმეზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გირჩი-მეტი თავისუფლების აქტივისტს გიორგი ბალხამიშვილის თავს გუშინ ღამით დაესხნენ

ბალხამიშვილი ყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სამმა ადამიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 


close დახურვა