logo
ENG



აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას ბრალდება წარედგინა - მუხლი ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

05 აგვ 202420:53
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გირჩი - მეტი თავისუფლება

აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა, ბრალდება წარედგინა. 

პროკურატურის ცნობით, გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კერძოდ, საუბარია 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა. აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა.

თავდასხმის შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა, დედამ და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

დღეს გუგუჩიას ცოლმა მირანდა ჯობავამ Facebook-ზე დაწერა, რომ აქტივისტს ორი მუხლით უყენებენ ბრალს - ძალადობა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა.

***

გუგუჩია არის იმ მაღაზიის მეპატრონე, საიდანაც ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც მას კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა. რის შემდეგაც იგი მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა, სადაც უთხრეს რომ "ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან შვილებს მომავალი წაართვა".

 


close დახურვა