logo
ENG



აქტივისტები კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ

07 ივნ 202012:05
3 წუთის საკითხავი
 

ვარკეთილში მომხდარი დაპირისპირების დროს დაზარალებული აქტივისტები 13 ივნისს ქალაქის მერის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი კახი კალაძის გადადგომას ითხოვენ.

აქტივისტების განცხადებით, მომხდარი ინციდენტის გამოძიების იმედი არ აქვთ, თუმცა მერის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მაინც ითხოვენ.

„ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ შეწყდეს თბილისელთა ეკოციდი, რომლის სათავეშიც არის კახი კალაძე თავისი კორუფციული ინტერესებით. დაგეგმილია აქცია მისი პასუხისმგებლობისა და ეკოციდის შეწყვეტის მოთხოვნით. მოვითხოვთ სამართლებრივ რეაგირებასაც", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერსა და ანას ბაღის დამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს მოხდა. აქტივისტების მტკიცებით, აქციის ერთერთ მონაწილეს კალაძემ ხელი დაარტყა და მაისური შემოახია. 


close დახურვა