logo
ENG



აქტივისტების სასამართლოზე მოწმე ტანსაცმელზე წარწერის გამო არ შეუშვეს

17 დეკ 201920:40
3 წუთის საკითხავი
 
jnqpfgp5s32u7j4.jpg

გიორგი ვაშაძის, ირაკლი კუპრაძისა და 12 დეკემბერს დაკავებული სხვა აქტივისტების სასამართლოზე მოწმე მარიამ ყანჩაველი არ შეუშვეს, რადგან მას ზედასა და ქურთუკზე წარწერა „მონა ვალერი“ ეწერა. 

„როგორც ჩანს, მოსამართლე ვალერიანი ფილიშვილს ის უფრო ადარდებს, რა მაწერია მკერდზე, ვიდრე ის, თუ რის თქმას ვაპირებ, როგორც მოწმე“, - განაცხადა მარიამ ყანჩაველმა.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები დააკავეს.


close დახურვა