logo
ENG



აქტივისტებისგან თავის ასარიდებლად დეპუტატები პარლამენტში გამთენიისას შეიპარნენ

29 ნოე 201919:54
3 წუთის საკითხავი
 
6lhjf4carxd5v2r.jpg

რკინის გამყოფი კედლისა და ჯებირების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ახალი ხრიკი მოიგონა იმისთვის, რომ უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში შეეპარებინა. დეპუტატები, რომელთა მობილიზებაც, როგორც წესი თავმჯდომარეს კვორუმის შესაკრებადაც კი უჭირს, და რის გამოც, სხვათა შორის, სანქციებიც გამკაცრდა, დღეს უთენიისას შეიპარნენ პარლამენტში. პიკეტის მოსაწყობად აქტივისტებს დღეს პარლამენტის გარშემო აღმართული რკინის კედელი არ დახვედრიათ და მალევე გაარკვიეს, რომ  დეპუტატებიც უკვე  საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ. 

იმისათვის,რომ შენობაში დისკომფორტისა და სირცხვილის დერეფნების გარეშე შესულიყვნენ, უმრავლესობის წევრები პარლამენტში დილით ადრე შეიკრიბნენ. უკვე 9 საათზე კი უმრავლესობის სხდომა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს აღიარა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენები ზოგიერთ დეპუტატს აღიზიანებს და გუნდს დამშვიდება სჭირდება. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ საკუთარი გუნდის ფიზიკური შესაძლებლობები ოპოზიციისას შეადარა და განაცხადა, რომ უმრავლესობის 100 დეპუტატი ეყოფა პარლამენტის გარშემო მდგარ 198 კაცს. მოგვიანებით კობახიძეს აქციის მონაწილეებმაც უპასუხეს და განაცხადეს, რომ ღამეს გაათენებენ და დეპუტატები უთენია პარლამენტში ვეღარ შეიპარებიან

 აქციის მონაწილეებისა და მედიისგან დაიმალა პრემიერიც. დღეს გიორგი გახარია საჯარო ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც აქციის გამართვა იყო დაგეგმილი. თუმცა, პრემიერმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მსგავსად, დემონსტრანტებს გაასწრო.

 


close დახურვა