logo
ENG



აქტივისტი ამბობს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ

04 ნოე 202109:31
3 წუთის საკითხავი
 

გირჩი - მეტი თავისუფლების აქტივისტი, გიორგი ბალხამიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც გიორგი ბალხამიშვილი ყვება, ფიზიკური შეურაცხყოფა სამმა ადამიანმა მიაყენა. დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ბალხამიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდა.

"აქციიდან გამოსვლის შემდეგ სამი ადამიანი ამეკიდა და ფიზიკურად გამისწორდა. ერთ-ერთი ერეკლე აბზიანიძე, რომელიც გამოირჩევა ქართული ოცნებისადმი სიმპათიებით. შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ფეისბუქზე რომ აქტიურობ, ეს გამაღიზიანებელია ჩვენ არ მოგვწონსო, ამის გამო მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება", - ამბობს გიორგი ბალხამიშვილი. 


close დახურვა