დეპუტატი თეონა აქუბარდია, არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლა გაგრძელდეს - როგორც მან ფორმულას დღეში ისაუბრა, თუ დამატებით გაგრძელება მოჰყვება ამ ყველაფერს, ეს არ იმუშავებს.
"პირად ცხოვრებაზე აქცენტი მისი მხრიდან, ასეთი ბინძური მეთოდები, ეს ხომ სუს-ის მეთოდია. დიდი ბოდიშით, მაგრამ სუს-ის ე.წ. კრებსები ვინმეს დაავიწყდა? დაზარალებულის სტატუსიც კი აქვთ პროკურატურიდან ჟურნალისტებს მიღებული, რომ აღარაფერი ვთქვათ დიპლომატებზე, პოლიტიკოსებსა თუ სასულიერო პირებზე. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, ეს იყო გაფრთხილება, რომ თუ არ გაჩუმდები, რაღაც ფაბრიკაციებს, სავარაუდოდ, ფიქრობენ.
მე არ ვმუშაობ განათლების კომიტეტში, მე ვმუშაობ თავდაცვის უშიშროების კომიტეტში და მე მაქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე. თუ ისინი ფიქრობენ, რომ იმდენად რთული მოცემულობის მოადგილე ვარ, რომ არ შეიძლება გაკავება ჩემი, გაბედონ და ჩამომართვან დაშვება საიდუმლოებაზე. ამ შემთხვევაში, სუს მაძლევს ამ დაშვებას და არა - ირაკლი ბერაია. მაგრამ, როდესაც ირაკლი ბერაიას ენით მაფრთხილებენ, მე არ ვაპირებ გაჩუმებას და ეს არის ჩემი გაფრთხილება, მათ შორის თუ რამე გეგმა არსებობს დამატებით, რომ გამაჩუმონ, არ იმუშავებს ეს ფორმა მათი არც შანტაჟი, არც ზეწოლა", - განაცხადა მან.
31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძქალა" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". გამოსვლის ბოლოს კი ბერაიამ თქვა, რომ აქუბარდიამ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".
მოგვიანებით ბერაიამ განაცხადა, "ბოდიშს იხდის", თუმცა აქვე დასძინა, რომ "წითელ ხაზებზე", რომელსაც არ შეეგუებიან. ამასთან, ის თავისი გამოსვლის გამართლებას იმით ცდილობდა, რომ ის აქუბარდიას განცხადებების "სიმძიმიდან გამომდინარეობდა".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.
ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, ალუდა ღუდუშაუმა და ირაკლი ბერაიამ თანამდებობა დატოვონ.