logo
ENG



აქცია გრძელდება - აქციის მონაწილეები პოზნერის საქართველოში ყოფნას აპროტესტებენ

01 აპრ 202100:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/ih0cz0smtxnvd6p.jpg

სამოქალაქო აქტივისტები რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ყოფნას აგრძელებენ. აქტივისტებმა რესტორან ვინოტელიდან სტამბასთან გადაინაცვლეს, სადაც პოზნერია დაბინავებული. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დატოვონ პოზნერმა და მისმა თანხმლებმა ადამიანებმა საქართველო, რადგან პოზნერმა დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი. ამასთან, აქტივისტები აცხადებენ, რომ ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის, ქვეყანაში არ უნდა შემოუშვა.

აქტივისტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს და აცხადებენ, რომ პროტესტს უწყვეტი ხასიათი ექნება და გაგრძელდება იქამდე, სანამ პოზნერი საქართველოს არ დატოვებს.

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.  

ვლადიმირ პოზნერმა და მასთან ერთად მყოის მიუხედავად, კაფე სტამბიდან ავტობუსით, პოლიციის თანხლებით სასტუმრო-რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს. 

პარალელურად აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებმა თქვეს, რომ პუტინის პროპაგანდისტებს არ მისცემდნენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტებმა პოლიციას მოუწოდეს, აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 ადამიანის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა. 

შრომის ინსპექციამ აქტივისტებს უთხრა, რომ ვინოტელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. 

შსს-მ ფორმულას განუცხადა, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. უწყების განცხადებით, პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და არა ერთხელ იმყოფებოდა საქართველოში. 

მას შემდეგ, რაც პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ვინოტელი საპროტესტო აქციის ფონზე დატოვეს და კვლავ სასრტუმრო რუმში გადაინაცვლეს, აქ გადაინაცვლა საპროტეტო აქციამაც. დემონსტრატები პოზნერის საქართველოდან გაძევებას ითხოვენ. 


close დახურვა