logo
ENG



აქცია მთავრობის სახლთან - სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს

08 მაი 202019:10
3 წუთის საკითხავი
 

 

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მოქალაქეები აქციას მართავდნენ, რამდენიმე პირი დააკავეს. ბათუმში აქციის მანაწილეები რეზო წულუკიძისა და ელდარ არძემაძის დაკავებას აპროტესტებდნენ.

სამართალდამცველებმა ისინი ბათუმში ორი დღის წინ დააკავეს, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.

რამდენიმე დღის წინ რეზო წულუკიძესა და ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, წულუკიძეს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა კი ის ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

 


close დახურვა