logo
ENG



აქცია მთავრობის სხდომის პარალელურად - აქტივისტები შენობას ბოქლომს დაადებენ

21 ნოე 201907:41
3 წუთის საკითხავი
 
6rta5q5fy7aslxl.jpg

ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციები გრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომს ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციას დაადებენ. აქცია დღეს 11:00 საათზე დაიწყება. აქტივისტები პროტესტს მთავრობის სხდომის პარალელურად მიმართავენ. ოპოზიციის წევრები და სამოქალქო აქტივისტები აქციის გამართვას კანცელარიის სამანქანო შესასვლელთან გეგმავენ.

"იქნება სიმბოლური და სამოქალაქო პროტესტი კანცელარიასთან. ეს იქნება დაბოქლომება, ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც არ დგას ხალხის სამსახურში, არამედ დგას ივანიშვილის სამსახურში. ამ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და ამ ქვეყანაში არის მხოლოდ ერთი ოლიგარქი", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ "ფორმულასთან" საუბარში. 


close დახურვა