რუსმა სამართალდამცველებმა არასანქცირებული პიკეტისას, მოსკოვში 50 ადამიანი დააკავეს. აქტივისტები ეფ-ეს-ბეს შენობასთან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და პოლიტიკურ რეპრესიებს აპროტესტებდნენ. პოლიციამ შეკრებილებს დაშლისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, შემდეგ კი დემონსტრანტების დაკავება დაიწყო. აყვანილებს შორის სერგეი უდალცოვიცაა. დაკავებულები რამდენიმე იზოლატორში არიან გადანაწილებულნი.