პარლამენტის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. "ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციაში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობა იზრდება, რის საფუძველზეც ორგანიზატორებმა გზის სავალი ნაწილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
"ვეღარ ვეტევით ტროტუარზე და ამიტომ, კანონით გათვალისწინებული უფლების საფუძველზე, ვითვისებთ საავტომობილო გზას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
აქციას "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავენ. მათ პარლამენტის შენობის ერთ-ერთი შესასვლელი პიკეტირებული აქვთ და როგორც აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩავარდება, ისინი ყველა შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ.