logo
ENG



აქცია პოლონეთში - დემონსტრანტები უკრაინელი აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვდნენ

10 ნოე 201912:53
3 წუთის საკითხავი
 
6zk6z2jj26h3gds.png

აქცია ჩატარდა პოლონეთის საელჩოსთან კიევში. დემონსტრანტები პოლონეთში დაკავებული უკრაინელი აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვდნენ და პოლონეთს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ. იგორ მაზური სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აიყვანეს, როცა ის პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის მიწვევით ვარშავაში მიდიოდა. მაზური მაიდანის მოვლენებისა და დონბასში ომის მონაწილეა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის საძიებო კომიტეტმა მასზე საერთაშორისო ძებნა ჩეჩნეთის ომში ჩადენილი დანაშაულის გამო გამოაცხადა. 


close დახურვა