logo
ENG



აქცია რეზიდენციასთან - ბელარუსები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, არჩევნების შედეგები არ ცნოს

12 აგვ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ბელარუსში მყოფ თანამემამულეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს მმართველობა უნდა დასრულდეს.

ადგილზე შეკრებილებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს და მოუწოდეს, არჩევნების შედეგები არ აღიაროს.


close დახურვა