ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ და კორონავირუსმა მცირე ბიზნესს უკიდურესად რთული მდგომარეობა შეუქმნა. ქობულეთში ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში. საოჯახო სასტუმროები მფლობელები საბანკო ვალდებულებებს ვეღარ უძლებენ და ხელისუფლებას ბანკებთან ურთიერთობაში დახმარებას სთხოვენ. პროტესტს ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.