logo
ENG



აქციაზე 3 ადამიანი დაშავდა - ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტია

26 ნოე 201909:25
3 წუთის საკითხავი
 
16rcfikkpzy7cg6.png

აქციაზე, დარბევის დროს 3 დაშავებული კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. როგორც "ფორმულას" კლინიკის პრესსამსახურმა განუცხადა, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მედია საშუალების წარმომადგენელია. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე სულ 3 ადამიანი დაშავდა. პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. პოლიციამ სულ 28 ადამიანი დააკავა.

 

 


close დახურვა