logo
ENG



აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან დროებით გაათავისუფლეს

20 ნოე 201900:57
3 წუთის საკითხავი
 
71itb6vvyuolkuw.jpg

18 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებული პირები სასამართლოს დარბაზიდან დროებით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. როგორც გათავისუფლებულები აცხადებენ, საქმე შეკერილია და მათ წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს. 

„შავზე თეთრად შეკერილი საქმე. მედავებოდნენ რომ ვიგინებოდი, არადა ვიდეოში მე არ ვიყავი.  გარდა ამისა კიდევ ბევრი აბსურდული ბრალდება. მცდელობა იყო დღესვე გადავეყვანეთ დროებითი დაკავების იზოლატორში. ჩამოშლილია ყველაფერი, ეს არის ოლიგარქის დანაყოფები, დამპალია სისტემა, ყარს, საქართველოში უნდა გათენდეს," - ამბობს დავით მჟავანაძე.

როგორც ერთ-ერთი დაკავებული, გიგა მაქარაშვილი ამბობს, ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობასაც.

„ძაან ფარჩაკები არიან - აზრზე არ არიან, რაზე დაგვაკავეს. მტკიცებულებები მოიტანეს, სადაც არ ვჩანვართ. ფეხით მიმიყვანეს, რადგან მანქანა გაფუჭდა, რკინის კარს მივეყუდე, ჩამოვარდა. საჭმელი არ გვაჭამეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორ გვინდა ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე, აღარ ვიწუწუნებთ. მოსამართლემ გადადო პროცესი, რადგან მტკიცებულება არ იყო, ხვალ კი უპირობო გამარჯვებას ველოდებით," - აცხადებს მაქარაშვილი.

ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებს ზუკა ბერძენიშვილიც.

„ძირს ვიჯექით, რომ ვერ ამაყენეს, დამაკავეს. ფიზიკური შეურაცხყოფაც მომაყენეს სპეცრაზმელებმა, პოლიციას რომ გადამცეს, მერე ნორმალი იყო, მაგრამ სასამართლოში კვლავ უცნაურობები იყო. საცირკო წარმოდგენა იყო სასამართლო, მოსამართლე იყო აღელვებული, სადღაც აქვს ალბათ ნამუსი, ელოდებოდა დირექტივებს. გეგმაა გაგრძელება დაწყებული გზის. ჩვენ დამარცხებაზე ვამბობთ უარს, ამიტომ გავიმარჯვებთ. მე თუ იზოლატორში ვიჯდები, ამით არაფერი შეიცვლება ქვეყნისთვის,“ - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს აქციის დარბევისას დაკავებულია 37 ადამიანი. ყველა მათგანის სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო.


close დახურვა